wishlist0

დარგის ექსპერტ დარიასგან მხარდაჭერის მიღება

დარგობრივი და რეგიონული ექსპერტები №2
299.95b 100b

 

დარგის ექსპერტ დარიასგან უნიკალური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და  მხარდაჭერა

16 წლისა, უნივერსიტეტის პირველ კურსზე ვიყავი, როცა შტატგარეშე ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა, საფეხბურთო კლუბ “შახტარში” (დონეცკი, უკრაინა). ძლიერი გუნდი იყო და არის კიდეც. ყოველთვის მიყვარდა ფეხბურთი, წერა და ენები და ბავშვობიდან ვოცნებობდი საყვარელ ფეხბურთელებთან ერთად მუშაობაზე. ვსწავლობდი გერმანულს და გაკვეთილების მერე დავდიოდი „შახტარის“ ვარჯიშებზე, კლუბის ღონისძიებებზე, ან თამაშებზე. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთხელ, მნიშვნელოვან თამაშამდე ჩამოვედი ჩვენ მწვრთნელთან, მირჩა ლუჩესკუსთან და ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს ფეხბურთი და მინდა გუნდისთვის რამე სასარგებლო გავაკეთო, მოხალისეობრივად. ლუჩესკუს გაუკვირდა, ინგლისური კარგად რომ ვიცოდი. მიმიყვანა პრეს-მომსახურების ხელმძღვანელთან და უთხრა, იქნებ პრაქტიკაზე ავიყვანოთ ეს ბავშვიო. პრაქტიკა კი არა, სვეტის ავტორი გავხდი კლუბის ჟურნალში. მევალებოდა ინტერვიუებისა და სტატიების წერა, ახალი თემების მოფიქრება.

 

სამწუხაროდ, ხანდახან ფეხბურთელები დამცინოდნენ, იმიტომ, რომ პატარა ვიყავი და თან – გოგო. ერთხელ, გადავწყვიტე დამეწერა ფეხბურთელების მანქანებზე, დავიწყე მათი გამოკითხვა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. ვიღაცას ჰყავდა პორშე, ვიღაცას მერსედესი, რამდენიმე სასაცილო ისტორიაც შევაგროვე. უცებ, ჩვენი მარცხენა მცველი ამბობს: „დარია, მე იცი რომელი მანქანა მყავს? არისტონი!“ – და მთელმა გუნდმა სიცილი დაიწყო.

მოკლედ, ვფიქრობდი, რომ ასეთი უხერხული მომენტები და სულელური ხუმრობა არის ყველაზე ცუდი, მაგრამ ერთხელ, გამოჩნდა ერთი გოგო, ვისაც ძალიან უნდოდა ჩემს პოზიციაზე მოხვედრა, ჩემი უფროსის შეყვარებული გახდა და აიღო ჩემი რუბრიკები და ადგილი. ამ დროს 18 წლის ვიყავი. ძალიან დიდი შოკი იყო. მით უმეტეს, ამ გოგოსთან ვმეგობრობდი, ფეხბურთსაც ხშირად ვუყურებდით ერთად. მაგ დროს მივხვდი, რომ მსოფლიო 100%-ით მეგობრული სივრცე არ არის.

დარია ხოლოდილინა – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ბრენდის განვითარების სამმართველო. საავტორო წიგნი: “Vinologue. Georgia: A Guide to the Cradle of Wine”, ბლოგი www.dariko.net.

დარგის ექსპერტების მხარდაჭერა



მსგავსი პროდუქცია/მომსახურება

to-top