
მეღვინეობა უჩას ღვინო
მეღვინეთა ჰაბი ერთ ლამაზ ისტორიადუჩას ღვინო გთავაზობთ ღვინის ტურს, კაცი 50 ლარი.
დააგემოვნებთ ბიო ღვინოს:
რკო თეთრი - 2021 წლის მოსავალი - ქვევრი, მშრალი, გაუფილტრავი, მუქი ჩალისფერი, ოქროსფერი ელფერით - ალკოჰოლი 11.5% - საჩხერე, სოფელი მახათაური - ღვინოს ძალზე სასიამოვნო და ხალასი არომატები აქვს - ხასიათდება ციტრუსის, თეთრი ხურტკმელის, თეთრი ბლის, მცენარეული არომატით - საშუალო სხეული, ნაზი სასიამოვნო გემო დაბოლოებაში - მაღალმჟავიანი - ხანგრძლივი დაბოლოებით…
ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის" - აღმოაჩინე შენი ქვეყანა…
უჩა მაჭარაშვილის მარნისკენ მიმავალი ღვინის გზა შთამბეჭდავია - იმერული ეზოს შუაგულში ჩადგმული ხის ოდა, ტერასებიდან ულამაზესი პეიზაჟების ცქერა, წითელი და თეთრი რკოსგან წარმოებული ღვინო, ქვევრში მოწყობილი ბუხარი, იმერული სამზარეულოს მასტერკლასები და "წერეთლის მწვადი" ს სავიზიტო ბარეთებია...
მახათაური - სოფელი საქართველოში, ზემო იმერეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტში
უჩამ მეღვინეობაზე ფიქრი რამდენიმე წლის წინ დაიწყო - შთაგონების წყარო, მეუღლის მამაპაპისეულ მიწაზე შემორჩენილი ძველი მარანი და საუკუნოვანი ქვევრები გახდა - 2018 წლიდან, ოჯახური ტრადიცია, მიმზიდველ და ემოციურ იმერულ გარემოდ აქცია...
უჩას ღვინოები აუცილებლად უნდა დააჭაშნიკოთ...
ციცქა-ცოლიკოური
თეთრი და წითელი რკო
რკო-ციცქა-ცოლიკოური-ძელშავი
ძელშავი წითელი და ძელშავის როზე
ჯიშური არომატების ჰარმონიული შერწყმა, ღვინის მოყვარულებს აუცილებლად გაგაოცებთ...
აღმოაჩინე ის, რაც შენია...