wishlist0

სუფრის თეთრი მშრალი ღვინო (რქაწითელის ყურძნის ჯიში)

ღვინის ჰაბი
50b 25b

 სუფრის თეთრი მშრალი ღვინო (რქაწილთელის ყურძნის ჯიში) დამზადებულია ტიბაანის ტექნოლოგიით;

ალკოჰოლი 11.5-13%;

ალკოჰოლის ბოთლი 750 მილილიტრი.

2017 წლის გამოშვება.

ისტორია:

ტიბაანი ტექნოლოგიით ღვინის მიღება:

ყურძნის დაწურვა, დუღილის პროცესის მიკრობიოლოგიური კონტროლი ქვევრში, დაფილტვრა, ბოთლებში ჩამოსხმა, დასაწყობება, რეალიზაცია. ყურძენი იკრიფება 20-23%-ში  შაქრიანობისა და ტიტრული მჟავიანობა 6-6.5% დროს. ყურძენი გატარდება საჭყლეტში და დურდო კლრერთან ერთად მოთავსდება ქვევრში. დუღილის დროს ტემპერატურა 10-18 ცელსიუსია.

ჭაჭის ჩაზელა ქვევრში დღეში 4-5 ჯერ. დუღილის დასრულების შემდეგ, გადავიღებთ 3-4 ჯერ. ღვინის წარმოება მოხდება საკუთარი ტექნოლოგიით, "ანტონიოს სიყვარულით სავსე მარნის" მეურნეობიდან მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა რქაწითლის ჯიშის ყურძისგან, რომელიც მდებარეობს ქ.წნორში, ღვინის ჩამოსხმა მოხდება 0.75 მლ მინის ბოთლებში, დაიხუფება ნატურალური კორპის საცობით, რომლის საექსპლუატაციო ვადაა 7 წელიწადი, ღვინის ბოთლი დამუშავებული იქნება 1%-ნი გოგირდოვანმჟავა ხსნარით, გაუკეთდება თერმოჩაჩი და ეტიკეტი, რომელზეც დატანილი იქნება ყურძნის ჯიში, ადგილი, მოსავლის წელი, ალკოჰოლის შემცველობა, ტიტრული მჟავიანობა.

დაფასოება მოხდება მუყაოს ყუთებში.

იხ. მიწის ტექნოლოგიური ანალიზის ნიმუში და დასკვნა, სწორედ ასეთ მაღალი დონის ნიადაგზე ხდება პროდუქტის მოყვანა: https://drive.google.com/drive/folders/1rYV1Vf1rliWNpmgGegeBHUU3Go2T7FeQ?usp=sharing 

იხ. პროდუქციის წარმოების მეთოდოლოგია: https://drive.google.com/drive/folders/10fpRqXZVFT53K-b8SPHTQR98JgM0Gyso?usp=sharing 

რაც გვიყვება მეღვინე ანტონ კიკილაშვილი:

"პროექტის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქ. წნორში, სადაც არის უკვე მარანი, მოხდება სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან ღვინის წარმოება. პირველ ეტაპზე მოხდება რქაწითელის და საფერავის ჯიშის ყურძნისგან ნატურალური ღვინის წარმოება- რეალიზაცია. ქვევრებში რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან დაყენებული იქნება კახური ტიპის სუფრის მშრალი ღვინო ტიბაანი. ასევე რეზერვუარებში იქნება დაყენებული რქაწითელის და საფერავის ჯიშის ყურძნისგან ევროპული ტიპის ღვინოები, რქაწითელისგან წინანდალი, საფერავისგან ნაფარეული. აღნიშნული ჯიშების ყურძენი მოყვანილი იქნება ჩემს ვენახებშო. ვაზი დამუშავებული იქნება ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატებით, რათა მივიღოთ ჯანსაღი ბიოყურძენი განსაკუთრებული საგემოვნო თვისებებით, და ეკოლოგურად უსაფრთხო მეთოდებით დამზადებული ბიოლოგიურად სუფთა ღვინო. ჩვენი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიწები ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი და ნაყოფიერია ვაზის გასაშენებლად, განსაკუთრებით ტრადიციული ჯიშები, როგორიცაა საფერავი და რქაწითელი. 25 წლის განმავლობაში აქ მომყავს, მაღალი საგემოვნო თვისებების მქონე ყურძენი, შემიძლია ხარისხიანი ღვინის დაყენება, რაშიც შესაბამისი სპეციალობა, გამოცდილება და ამ დარგის კვალიფიციურ ექსპერტებთან მუშაობა მეხმარება. სწორი მარკეტინგის და მენეჯმენტის პირობებში ღვინო შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს გაიყიდოს. მითუმეტეს, ახლოს არის ლოკალურად ტურისტულად დატვირთული ადგილები, ქ. სიღნაღი, ლაგოდეხისა და ყვარლისკენ მიმავალი გზები და სხვ. პროდუქციის გაყიდვა მოხდება მაღაზიების ქსელებში, რესტორნებში, ბარებში, გამოფენებსა თუ ფესტივალებზე, ასევე აქ მყოფ, ბიოღვინით დაინტერესებულ ინვესტორებს მაქსიმალურად გავაცნობ ღვინოს. აქტიურად ვეცნობი სფერსოთან დაკავშირებულ უახლეს მიღწევებს, რაც მეხმარება საკუთარი ტექნოლოგიით გამორჩეული ღვინო დავაყენო. პირველ ეტაპზე მოხდება 3 ტონა ღვინის წარმოება, რომლის გაფართოებაც მოხდება ახალი ბაზრების ათვისების გათვალისწინებით. პროდუქციის დაფასოება მოხდება საცალო რეალიზაციისთვის 0.75 მლ-მოცულობის ბოთლებში. თითოეულ ბოთლს ექნება შესაბამისი ეტიკეტირება, ეტიკეტზე დატანილი იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია, ალკოჰოლის შემცველობა, ყურძნის ჯიში, ადგილწარმოშობა და ა.შ. ეტიკეტზე დაიტანება ქიუარ კოდი, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, სრულად იხილოს იუთუბ არხზე ატვირთული ვიდეოები ღვინის დამზადების თითოეული კონკრეტული დეტალის შესახებ, ასევე, იხილოს ჩემი ფბ გვერდი https://www.facebook.com/AntonioFullOfLoveCeller.Official , მიბმული ბლოგით, სადაც ატვირთული იქნება ფოტოები ჩემი მეურნეობის შესახებ, ასევე ბლოგში აღიწერება ისტორია, დაიწერება ტექსტები ბიოღვინოს სარგებლიანობასა და დაყენების ტექნოლოგიის, ტრადიციების შესახებ და ა.შ. ქართულად, რუსულად და ინგლისურად. შეფუთვა იქნება ბაზრის პრინციპების გათვალისწინებით, მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად უსაფრთხო.

საწარმოებელი პროდუქტი/მომსახურება

ბიზნეს საქმიანობაში წარმოებული იქნება საკუთარი ტექნოლოგიით დაყენებული 3 სახეობა ღვინის წინანდალი, ტიბაანი, ნაფარეული. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამარკო მშრალი ღვინო ''წინანდალი'', რომელსაც გასულ საუკუნის 80-იან წლებში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალებზე: საფრანგეთში, ესპანეთში, მრავალჯერ აქვს ოქროს მედალი აღებული. ღვინო მიიღება ძირითადად რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან, კუპაჟში შედის კახურ მწვანედან მიღებული ღვინომასალები, 5-15% ოდენობით. ალკოჰოლის შემცველობა ალკოჰოლის შემცველობა 10.5% და 12.5%. ტიტრული მჟავიანობა 6.0-დან 6.3%-მდე. ღვინო არის ღია ჩალისფერი, ხილის ბუკეტით, იგი ნაზია, გემოზე რბილი, ხავერდოვანი, ჰარმონიული ხილის ტონით. ყურძნის კრეფა ტარდება 18-20% შაქრიანობისას, დუღილი ტარდება რეზერვუარში, გადაღებებისა და ფილტრაციის შემდეგ ღვინო ჩამისხმება ბოთლებში და მოხვდება სარეალიზაციოდ. თავისი გემოვნური თვისებებით კახური ტიპის ღვინო ტიბაანი. ღვინო მიიღება რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან ქვევრში დადუღებით. ალკოჰოლის შემცველობა 11.5-13%, ტიტრული მჟავიანობა 4.5%-დან 6%-მდე. ღვინო არის მუქი ჩაის ნაყენის ფერი, ბუკეტი გამოსახულია ქიშმიშის ტონით, გემოზე სრული ხავერდოვანი, ჰარმონიული, ოდნავ ემჩნევა მოდერიზაცია. ყურძენი იკრიფება 20-23% შაქრიანობისას, დუღილი ტარდება ქვევრში, ნაწილს ჩამოვასხამ ბოთლებში, ნაწილს 5 ლიტრიან პოლიეთილენის ტარაში და მოვახდენთ რეალიზებას. ნაფარეული მშრალი წითელი ღვინო საკმაოდ პოპულარული იყო გასულ საუკუნეში, იგი მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან ალკოჰოლის შემცველობა 11-13 ტიტრული მჟავიანობა 5-6%, ღვინოს აქვს მუქი ბროწეულისფერი ნათლად გამოსახული ბუკეტი, იგი გემოზე რბილია, სრული, ხავერდოვანი. ყურძნის კრეფვა ტარდება 19-21% შაქრიანობისას, დუღილი ტარდება რეზერვუარში. შემდეგ ვაწარმოებთ გადაღებას, გაფილტვრას, ჩამოსხმას ბოთლებში და რეალიზაციას.

გამოთქმაა ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველიაო. მიესადაგება ამ მიმართულებით წასვლას, რაც გამოიხატება განსაკუთრებული ტექნოლოგიების გამოყენებაში ეკოლოგიურად სუფთა მოყვანილ ყურძნის გადამამუშავებაში, ვისაც ახსოვს ამ უნიკალური მარკების გემოვნური თვისებები, მე ვაწარმოებ, ძირითადად საკუთარ ნედლეულს, რაც ხარჯს შემიმცირებს.

განმცხადებლის ფუნქცია - მოვალეობები და განმცხადებლის გამოცდილება

განმცხადებლის ანტონ კიკილაშვილის ფუნქცია-მოვალეობა არის მეღვინეობა მევენახეობის ხელძღვანელობა, მენეჯმენტი, ღვინის დაყენება, ჩამოსხმა, რეალიზაციის და სხვ. დამხმარე სამუშაოების დაგემგვა, იმპლემენტაცია, მართვა, კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელება. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, რაც დაკავშირებულია ამ დარგის სპეციფიკასთან, ვარ პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი, ორი წელი ვიმუშავე ღვინის ქარხანაში. მაქვს ქალაქ წნორში საკუთარი მიწები, რომელზეც გაშენებული არის რქაწითელის და საფერავის ყურძნის ჯიშები. 25 წელია ვეწევი ღვინის წარმოებას, ჩემთვის პრიორიტეტულია ეკოლოგიურად სუფთა ღვინის წარმოება.

 

წარმოების/მომსახურების სრული პროცესის აღწერა

ამჟამად მაქვს 450 ლიტრი, კახური ტიპის ღვინო. ვაპირებ ჩემი ბიზნესის გაფართოებას. ვაწარმოებ 3 ტონა ღვინოს. ნაწილი გაიყიდება ძირითადად ბითუმად, დანარჩენი ჩამოისხმება ბოთლებში და მოხდება მისი რეალიზაცია პლატფორმა Zedashewine.ge-ს გამოყენებით.

სამუშაოები იწყება ადრე გაზაფხულზე საყრდენი ბოძენის გამაგრებით, რემონტით (2დღე), ვაზის გასხვლა (5დღე), დაკავება (4დღე), გაფურჩვნა (5დღე), წამლობა (11დღე) ყურძნის კრეფვა (4დღე), დაწურვა (4დღე), ღვინის დაყენება (2თვე). ღვინის გადაღება (3დღე), ღვინის გაფილტვრა (3დღე), ჩამოსხმა 0.75-იან ბოთლებში, შეფუთვა (8დღე) და შემდგომ რეალიზაცია.

ვაწარმოებ 3 სახის ღვინოს, 1. კახურის ტიპის მშრალი სუფრის ღვინო-ტიბაანი, მიიღება რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. პროცესი-ნედლეეულის მიღება, ყურძნის დაწურვა, დუღილის პროცესის მიკრობიოლოგიური კონტროლი ქვევრში, დაფილტვრა, ბოთლებში ჩამოსხმა, დასაწყობება, რეალიზაცია.

2. წინანდალი-მშრალი თეთრი ღვინო მიიღება რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან, ტექნოლოგიური პროცესის აღწერა-ნედლეულის მიღება, ყურძნის დაწურვა, დუღილის პროცესის მიკრობიოლოგიური კონტროლი რეზერვუარში, დაფილტვრა, ბოთლებში ჩამოსხმა, დასაწყობება, რეალიზაცია.

3. ნაფარეული, მშრალი წითელი ღვინო მიიღება საფერავი ჯიშის ყურძნისგან, ტექნოლოგიური პროცესი-ნედლეულის მიღება, ყურძნის დაწურვა, დუღილის პროცესის მიკრობიოლოგიური კონტროლი რეზერვუარში, დაფილტვრა, ბოთლებში ჩამოსხმა, დასაწყობება, რეალიზაცია.

ყურძენს ნედლეულად გამოვიყენებ ჩემს საკუთრებაში არსებული და იჯარით აღებული ვენახებიდან.

დასაქმებულთა რაოდენობა

5

ფუნქცია მოვალეობები

დასაქმებული ოჯახის წევრი 1, რომელიც ჩართული სხვადასხვა საქმიანობაში, ხოლო სეზონურად მყავს დაქირავებული 4 მუშახელი.

გაყიდვების სეზონურობა

ბიზნესს ახასიათებს სეზონურობა, მიუხედავად ამისა მთელი წლის განმავლობაში იყიდება ღვინო. წარმოებული დაკვირვებიდან გამომდინარე, გაყიდვების შეფასებისას, დატვირთული თვეებია ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი. საქმიანობის გაფართოებასთან ერთად ვაპირებ უნიკალური ენდემური ჯიშის ხიხვის ვენახის გაშენებას, ბიო პრეპარატებით დამუშავებას და ამ ჯიშისგან გამორჩეული ქვევრის ღვინოს დაყენებას. რაც აისახება გაყიდვებზე ივლისში, აგვისტოში 10%-ტი, სექტემბერი 11%-ტი, ოქტომბერი 25%-ტი და დანარჩენი შედარებით დაბალი.

პროდუქციის / მომსახურების გაყიდვების გეოგრაფიული ადგილმდებარეობა

მარანი ლოკალურად ახლოს არის 9 კილომეტრში ტურისტების მოზიდვის პოტენციურ ადგილთან, როგორიც არის ქ. სიღნაღი, სადაც დღეში, პანდემიამდე 1000-1500 ვიზიტორი ჩამოდიოდა. ახლა ეს სეგმენტი, შიდა ტურიზმმა ჩაანაცვლა. მათში განსაკუთრებით მოთხოვნადია და პოპულარულია, ეკოლოგიურად სუფთა ბიო-ღვინოს შეძენა. ვითანამშრომლებ, ასევე რესტორნებთან, მაღაზიებთან, სასტუმროებთან გაყიდვების გასაზრდელად, მივიღებ მონაწილეობას, ღონისძიებებში, როგორიც არის "ვანოობა", ქ. სიღნაღში, ვანო სარაჯიშვილის საპატივსაცემლოდ; "ფიროსმანობა", სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანიშვილის საპატივსცამელოდ. ხშირად იმართება ღვინოს გამოფენა-გაყიდვა, სადაც შეგვიძლია წარმოვადგინოთ და წარმოვაჩინოთ, ბიოღვინო და რეალიზაცია გავუკეთეოთ მოთხოვნები შესაბამისად. ასევე მოხდება მარკეტინგული თვალსაზრისით, პროდუქტების ბრენდირება, რაც მოიცავს ლოგოსა და ეტიკეტის დიზაინის შექმნას. ვგეგმავ სოც.მედია მარკეტინგის მეშვეობით, პოტენციურ მყიდველთან ჩემი მარნის შესახებ ინფორმაციის მიტანას, თანამედროვე, აქტუალური კამპანიების წარმოებით, მათ შორის zedashewine.ge-ს მეშვეობით.

სამიზნე ბაზარი / მომხმარებლები

როგორც აღვნიშნე ღვინოს მომხმარებლები არიან ადგილობრივი მოსახლეობა და ქ. სიღნაღის, უცხოური ვიზიტორები, დღეს, პანდემიის შემდეგ შიდა ტურიზმის ვიზიტორები ახლიდან იკიდებენ ბაზარზე ფეხს. ღვინის ჩამოსხმის შემთხვევაში, მექნება საშუალება გავიტანო ღვინო, როგორც საქართველოს მასშტაბით ისე უცხოეთში მოხდება მარკეტინგული თვალსაზრისით პროდუქტების ბრენდირება, რაც მოიცავს ლოგოს, დიზაინს, დამზადების, ეტიკეტის, ქრ-კოდის დატანას ღვინის შეფუთვაზე. შექმნილი მაქვს ფბ-გვერდი, ინტერნეტის მეშვეობით მყიდველებს შეეძლებათ გაეცნონ მთლიანად პროცესს, ვენახის ბიოპრეპარატებით დამუშავებას, საბოლოო პროდუქტის მიღება დასაწყობებამდე. დეტალურად მექნება აღწერილი ტექნოლოგიური პროცესი, ვიდეოებისა და ფოტოების თანხლებით. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლებელი იქნება დამყარდეს კონტაქტი საზღვარგარეთ და მოხდეს პროდუქციის რეალიზება პოტენციურ მყიდველზე.

კონკურენცია

ძირითადად სიღნაღის მუნიციპალიტეტში კონკურენტებად მოიაზრებიან ქარხნული წესით დამზადებული ღვინის მწარმოებლები, ასევე მცირე საწარმო შ.პ.ს ''ხოხბის ცრემლები'' ძირითადად ორიენტირებულია ღვინის ექსპორტზე. რაც შეეხება ''ვაქირელები'' ეს მეურნეობა ყიდულობს ნედლეულს გადასამუშავებლად. ასეთ ვითარებაში ბიოპრეპარატებით დამუშავებული ვენახებიდან მიღებულ ეკოლოგიურად სუფთა ყურძენს და მისგან მიღებულ ნატურალ ბუნებრივ ღვინოს აქვს პოტენციალი თავისი ნიშა, იპოვნოს ღვინის ბაზარზე. საკუთარი ცოდნით და გამოცდილებით დაყენებულია ასეთი ღვინო და ის კონკურენტუნარიანი იქნება. ქართულ ბაზარზე სამართლიანი, კონკურენტუნარიანი გარემოს პირობებში, მცირე მეურნეობებს უჩნდება სურვილი თავი დაიმკვიდრონ ღვინის წარმოების ისეთ სემგენტში, როგორიც არის ბიოღვინო. ეს სფერო მზარდია და სწრაფად ვითარდება. ქართული ღვინის უპირატესობას მისი ძველი, ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენება და უნიკალური და ენდემური ვაზის ჯიშები განაპირობებს. რასაც ემატება ასევე საუცხოო მიკროკლიმატი, აქცენტი მაღალ ხარისხიან პროდუქტზე უნდა გაკეთდეს. ასეთს პროდუქტს წარმოადგენს ბიო-ღვინო. შესაბამისად მისი ფასი განსხვავდება ღვინის ქარხნების მიერ წარმოებული ღვინისგან. ბიოღვინოს ფასი იწყება, 1 ლიტრი 25 ლარიდან ხარისხების მიხედვით. ღვინის ფესტივალებზე და გამოფენებზე ბიოღვინოს საპატიო ადგილი უკავია, წარმოდგენილი ღვინოების ფართო ასორტიმენტში. დიდი მოწონებით სარგებლობს ვიზიტორებში, რომლებიც შეიძლება იყვნენ როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან. ვფლობ რუსულ, ინგლისურ ენებს და ჩემი პარტნიორი ორგანიზაციების და ექსპერტების დახმარებით შევძლებ საქმიანი გარიგება ვაწარმოო, მათთან ვინც ბიოღვინოს რეალიზაციის კუთხითაა დაინტერესებული, რაც მჭიდრო კონკურენციის პირობებში წაადგება ბიზნეს საქმიანობას."

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რქაწითელის ჯიშის ღვინო 2017 წლის გამოშვება



to-top