wishlist0
ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

ჩვენ წარმოვადგენთ "ზედაშევაინს" - რომელიც არის მულტი ინოვაციების დანერგვის ინსტიტუტი სამხრეთ კავკასიაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგში. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია კვალიფიციური ექსპერტებისგან, რომლებიც თავისსავე კომპენციის ფარგლებში აწარმოებენ მეცნიერებატევად და ტექნოლოგიატევად გადაწყვეტილებებს დარგის მხარდაჭერისთვის, პრობლემებისა და გამოწვევების აღმოფხვრისთვის, რაც იძლევა მხარდაჭერას, რომ მეღვინე-მევენახეს ექნება შესაძლებლობა თავისი პროდუქციის რეალიზაციისთვის გამოიყენონ  საკუთარ ბრენდზე ისტორიის თხრობის არაჩვეულებრივი გზები, რათა დაწინაურდეს საქონელი და მომხმარებლებისთვის იქნას დეტალურად შეთავაზებული ის ღირებული წინადადება, რისთვისაც ისინი იხდიან თანხას.

ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს მეღვინე-მევენახეებთან, იმისთვის რომ მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდეს ჩვენი აგრომიმართულებების, ბიზნეს გეგმების, დაპროექტების, საინჟინრო-ტექნოლოგიური გადაწყვეტების, მეცნიერებატევად მიმართულებით ახალი პროდუქტებისა და სერვისების გამოშვების ჭრილში, მათ შორის ბრენდინგსა და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობის ჭრილში, აღვნიშნავთ რომ ბიო ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია კომპეტენციების დაუფლება ფერმერებისთვის, რათა მათ შეძლონ და ამოცანის სწორად გადაწყვეტა დარგობრივი და რეგიონული ღვინის ელჩების დახმარებით. ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული მევენახე-მეღვინისადმი და მათი პროდუქციის ადგილწარმოების, ავთენტური, მიკროზონის, კლიმატის მიხედვით არსებული გამოწვევების დაძლევა, უზრუნველყოფს ღვინს წარმატებით რეალიზებას ბაზარზე, რომ მეღვინემ ტექნოლოგიურ სრულყოფასთან ერთად გაზარდოს ღვინის ხარისხი და დაინტერესობულ მომხმარებელთა რაოდენობაც.

დაგეგმილია დეგუსტაციის მომსახურების შეთავაზების დახვეწის მეთოდების გაუმჯობესება და ადგილობრივი ტრადიციული ღვინის დაყენების ტექნოლოგიების და ისტორიის შესახებ ტურისტების გათვიცნობიერებაც. დამხმარე/პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ისეთ სისტემურ გადაწყვეტილებებზე მუშაობა, როგორიცაა, საქართველოს ბაზრისთვის დღემდე არასდროს გაჟღერებული ტექნოლოგიების დანერგვისთვის შანსის მიცემა მცირე და საშუალო მევენახე-მეღვინეებისთვის.

კონტაქტი
to-top